სიძის მკვლელობაში ბრალდებულს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ეს პერსონა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ  ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ა.ი. დამნაშავედ ცნო. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დადასტურდა, რომ 2019 წლის 23 ივნისს,  ა.ი.-ს სიძემ ბ.ნ.-მ, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მეუღლეს მ.ი.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ქალიშვილის შეურაცხყოფით განაწყენებულმა ა.ი.-მ, შურისძიების მიზნით, ბ.ნ.-ს დანით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად ბ.ნ. გარდაიცვალა. 

სასამართლომ ბრალდებულს  13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top