მამუკა ბახტაძე: ბლოკჩეინის ფორუმზე ვისაუბრე ქართულ გამოცდილებაზე

ეს პერსონა

მამუკა ბახტაძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს. ამის შესახებ მან ტვიტერის გვერდზე დაწერა.  პანელზე გამოსვლისას ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც დანერგა ბლოკჩეინ ტექნოლოგიები საჯარო სექტორში და გამოიყენა სახელმწიფო სერვისების მიწოდებაში. 

"დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პარალელურად, მონაწილეობა მივიღე ბლოკჩეინის ეკონომიკურ ფორუმში. ბლოკჩეინის ზრდად როლზე  საინტერესო საუბარი შედგა. ვისაუბრე საქართველოს გამოცდილებაზე, როგორც პირველი ქვეყნის, რომელმაც ბლოკჩეინი გამოიყენა საჯარო სერვისებში და განათლების საპილოტე პროგრამებში."

მამუკა ბახტაძე შეეხო მისი პრემიერობის დროს დაწყებული განათლების რეფორმასაც, რომელიც გულისხმობს ქვეყნის ბიუჯეტში განათლების სექტორისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ის გათვალისწინებას, რაც დაახლოებით ბიუჯეტის ერთი მეოთხედია. სწორედ ამ კუთხით საქართველომ დაიწყო ურთიერთობა მსოფლიოში წამყვან კომპანია „IOHK“-თან, რათა ბლოკჩეინ ტექნოლოგია დანერგილიყო განათლების სექტორშიც,  მაგალითად, დიპლომების გაცემისას და სხვა მიმართულებებით.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top