"ჩვენ ისტორიის მანძილზე არაერთხელ დავხმარებივართ ერთმანეთს“- სალომე ზურაბიშვილი ებრაელ ხალხზე საუბრობს

ეს პერსონა

ისრაელის მედია საქართველოს პრეზიდენტის შესახებ სტატიას აქვეყნებს.

„საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ქვეყანაში არასდროს ყოფილა სახელმწიფოს ან ეკლესიის მიერ მხარდაჭერილი ანტისემიტიზმი. საქართველში მცხოვრებმა ებრაელი საზოგადოების დიდმა ნაწილმა დატოვა ქვეყანა მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში. ისინი იყვნენ პირველი ებრაელები, ვისაც მისცეს უფლება, დაეტოვებინათ საბჭოთა კავშირი და გამგზავრებულიყვნენ ისრაელში 1970-იანი წლების დასაწყისში. დღეს საქართველოში 4000 ებრაელი ცხოვრობს.“ – წერს „იერუსალემ პოსტი“.

„კონკრეტული კუთხით ჩვენ ვართ მაგალითი მსოფლიოსთვის. ჩვენ ისტორიის მანძილზე არაერთხელ დავხმარებივართ ერთმანეთს“, – ამბობს ზურაბიშვილი.

მისივე თქმით, საქართველო დგას იმ 40 ქვეყნის გვერდით, რომელთა ლიდერებიც დაესწრებიან ჰოლოკოსტის მეხუთე მსოფლიო ფორუმს, რომლებსაც ახსოვთ ჰოლოკოსტი, მაგრამ ასევე მზად არიან, ებრძოლონ თანამედრვე ანტისემიტიზმს.

გამოცემის ცნობით, ისრაელში ვიზიტის ფარგლებში ზურაბიშვილმა ასევე მიიღო მონაწილეობა საღამოზე, რომელიც წმინდა გრიგოლ ფერაძის ხსოვნას მიეძღვნა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top