პაატა იმნაძე საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელებაზე: ჩრდილოეთ კორეას ვერ დავემსგავსებით, რომელმაც დაკეტა საზღვარი ყველა ტურისტისთვის

ეს პერსონა

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის,  პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელებაზე პანიკის საფუძველი არ არსებობს. მისივე თქმით,  საქართველო ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების მიხედვით მოქმედებს და რამე ტიპის შეზღუდვაზე რეკომენდაცია ქვეყანას ჯერ არ მიუღია.

„მსგავსი შემთხვევა იყო 2002 წელს, როდესაც გავრცელდა კორონავირუსი, რომელსაც ჟურნალისტები ატიპური პნევმონიით მოიხსენიებდნენ, 2012 წელს საუდის არაბეთში აქლემებისგან გადაედო ადამიანებს. ასეთები ხდება ხოლმე, ესეც ახალი ტიპის კორონავირუსია, რომელიც იწვევს გართულებებს, ძირითადად, ფილტვების ანთების მხრივ. გარდაცვალების რამდენიმე ფაქტიც მოჰყვა უკვე ამ ტიპის კორონავირუსს ჩინეთში.

რაც შეეხება რისკებს, საქართველო იცავს ყველა მის ვალდებულებას, ანუ ჩვენ ვმოქმედებთ ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების შესაბამისად, რასაც განაპირობებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები. დღესდღეობით, რამე რეკომენდაციები ჩინეთთან მგზავრობის ან სავაჭრო შეზღუდვაზე არ არსებობს. ჩრდილოეთ კორეას ვერ დავემსგავსებით, რომელმაც დაკეტა საზღვარი ყველა ტურისტისთვის. ჩვენთან რეალური რისკი პრაქტიკულად არ არსებობს, რადგან პირდაპირი რეისები უხანთან არ გვაქვს. პარიზში ყოველდღიური რეისებია და პარიზში ჯერ არაფერს აკეთებენ, ლონდონში კვირაში სამი რეისია, რომშიც, იქ არ არის პანიკა, მგონი, ჩვენთან გადაჭარბებულია ამის პანიკური შიში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

5
2
7
6
28
კომენტარები
ეს პერსონა
Top