მარსზე გასამგზავრებელი მოწყობილობისთვის სახელს არჩევენ

ეს პერსონა

NASA ახალი როვერისთვის, რომელიც მარსზე გაემგზავრება სახელს არჩევს. 

სააგენტოს ვებგვერდზე სკოლის მოსწავლეების მიერ შეთავაზებული 9 ვარიანტია გამოქვეყნებული. მათ შორის Courage (სიმამაცე), Tenacity (შეუპოვრობა), Ingenuity (გამჭრიახობა).

სასურველი ვარიანტის არჩევა ნებისმიერ მსურველს 27 იანვრამდე შეუძლია. თითოეულ სახელს იმ მოსწავლის ესე აქვს დართული, ვინც ეს სახელი წარადგინა, გამარჯვებული კი მარტში გამოვლინდება. გამარჯვებული სახელწოდების ავტორი კი 2020 წლის ივლისში მარსმავლის გაშვებას დაესწრება.

როვერი მარსზე მიკრობების კვალს მოძებნის. ის წითელი პლანეტის ქანის ნიმუშებს შეაგროვებს, რომლებსაც NASA-ს მომავალში აპარატები დედამიწაზე ჩამოიტანენ.

 

წყარო: NASA
0
0
0
1
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top