დონალდ ტრამპმა Twitter-ზე გამოქვეყნებული პოსტების რაოდენობით საკუთარივე რეკორდი გააუმჯობესა

ეს პერსონა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ერთ დღეში გამოქვეყნებული ტვიტების რაოდენობით რეკორდი დაამყარა. Factba.se-ის ინფორმაციით, რომელიც აკვირდება აშშ-ის პრეზიდენტის აქტიურობას Twitter-ზე, გუშინ, 22 იანვარს ტრამპმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ყოფნის დროს 142 ტვიტი გამოაქვეყნა, თუმცა მათი უმეტესობა გაზიარებულ პოსტებს (რეტვიტებს) წარმოადგენს.

წინა რეკორდი - 123 ტვიტი ტრამპმა 2019 წლის 12 დეკემბერს დაამყარა.

თუმცა ეს მიღწევები მხოლოდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდს ეხება. აბსოლუტური რეკორდი  2015 წლის 5 იანვრით თარიღდება, როცა ტრამპმა 161 ტვიტი გამოაქვეყნა. მაშინ ის ჯერ კიდევ არ იყო აშშ-ის პრეზიდენტი.

 

  

0
0
1
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top