„ჩვენ გვჭირდება საქართველოსნაირი მოკავშირე“ - თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას მოითხოვს

ეს პერსონა

დავოსში,  მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ NATO-ს გაფართოებისკენ და ორგანიზაციაში საქართველოს შეყვანისკენ მოუწოდა.

„არ მესმის, რატომ არ გვყავს მიწვეული საქართველო ან რატომ არ გავააქტიურეთ საქართველოს გაწევრიანების გეგმა.

ჩვენ გვაკრიტიკებენ რუსეთთან, როგორც მეზობელთან, შედარებით უკეთესი ურთიერთობის გამო, მაგრამ ჩვენი დასავლელი მეგობრები საქართველოს მიწვევას არ თანხმდებიან, რადგან არ სურთ რუსეთის პროვოცირება. მაგრამ საქართველოს ვჭირდებით და ჩვენ გვჭირდება საქართველოსნაირი მოკავშირე. ამიტომ, გვჭირდება გაფართოება და საქართველო უნდა გახდეს [NATO-ს] წევრი“, -განაცხადა ჩავუშოღლუმ ფორუმის პანელ დისკუსიაზე.

 

1
1
1
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top