გიორგი გახარია: სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება ჩვენს მეგობრებთან, ერთადერთი გზაა, რომ გადავრჩეთ ამ გამოწვევებით სავსე რეგიონში

ეს პერსონა

ყველას კარგად გახსოვთ, რომ ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ეს არის ჩვენი მოქალაქეების წინაშე მდგარი ყოველდღიური გამოწვევა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა  გიორგი გახარიამ დავოსის მსოფლიო ეკონომიური ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე - New Ambitions for Europe განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს გამოწვევებით სავსე რეგიონშია და ერთადერთი გზა "გადარჩენის" სტრატეგიული პარტნიორობთან ურთიერთობის  გაღრმავებაა. 

"ჩვენ გამოწვევებით სავსე რეგიონში ვიმყოფებით და როდესაც რუკაზე ამ სამეზობლოს შეხედავთ, ამაში თავადაც დარწმუნდებით, აქტუალურია ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის საკითხი.

ყველას კარგად გახსოვთ, რომ ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ეს არის ჩვენი მოქალაქეების წინაშე მდგარი ყოველდღიური გამოწვევა. ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობამ კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაჭრის ვალდებულება იკისრა. ეს პირობა მივეცით ჩვენს მეგობრებს. როდესაც საუბარი გვაქვს არსებულ სიტუაციაში მოქმედებაზე, სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება ჩვენს მეგობრებთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან - ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ გადავრჩეთ ამ გამოწვევებით სავსე რეგიონში”, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

გახარიამ ასევე  ბოლოდროინდელი სოციოლოგიური გამოკითხვებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქვეყნის მოსახლეობის 70 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. 

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ბოლო 5 წლის განმავლობაში მიღწეულ რეალურ და ხელშესახებ შედეგებს - ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეს, თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას ევროკავშირთან და უვიზო მიმოსვლას.

"თუმცა, გვაქვს გამოწვევებიც უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროებში. როდესაც საუბარია ეკონომიკაზე და ვფიქრობთ ამ მიღწევების ყველა მოქალაქემდე დაყვანაზე, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა რეალური სარგებელი მიიღონ, დაკავშირებადობის ნაწილში რეალურ პრობლემას ვაწყდებით. ეს არის ჩვენი პირველი რიგის პრიორიტეტი. საქართველო კარიბჭეა ევროპისა და ცენტრალური აზიისთვის. როდესაც საუბარი გვაქვს ეკონომიკურ პოლიტიკაზე, ჩვენ საქართველოს მოვიაზრებთ დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანათა ტვირთბრუნვისთვის პლატფორმად. სრულად ვაცნობიერებთ და გვესმის, რომ საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციები ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას გულისხმობს. როდესაც საუბარია უსაფრთხოებაზე, რა თქმა უნდა პრობლემებს ვხედავთ შავ ზღვაში. შავი ზღვა უპირველესი პრიორიტეტია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვისაც. ეს ჩვენთვის ახალი განზომილებაა. ჩვენ საქართველოს დასავლეთის პარტნიორად ვხედავთ”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ტეგები:
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top