ვარკეთილში, საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ახალშობილი იპოვეს

ეს პერსონა

თბილისში, ვარკეთილში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ახალშობილი იპოვეს. ჩვილი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 127-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.

5
0
14
39
13
კომენტარები
ეს პერსონა
Top