ცაგერში ავტომობილი მდინარეში გადავარდა - ერთი გარდაიცვალა, ორს ამ დრომდე ეძებენ

ეს პერსონა

ცაგერში, სოფელ ჩხუტელში ავტოსაგზაო შემთხვევას სულ ცოტა 1 ადამიანი ემსხვერპლა. ხოლო ორ ადამიანს  ამ დრომდე ეძებენ.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილი მდინარე ცხენისწყლის არხში გადავარდა. სავარაუდოდ, მანქანა დიდი სისწრაფით მოძრაობდა, დამცავ ჯებირებს შეეჯახა და არხში ჩავარდა.

ავტომობილში 60 წლამდე კაცი და ორი ახალგაზრდა იმყოფებოდნენ. დინებამ ისინი ხელოვნურ გვირაბში ჩაითრია. სამძებრო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობაა ჩართული. მდინარემ ერთი გარდაცვლილის ცხედარი უკვე გამორიყა.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი. მომხდარზე საქმე სსკ-ის 276-ე მუხლით აღიძრა.

0
0
0
3
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top