ისტორიული მედალი საქართველოსთვის - ქართველმა მოციგურავემ, მორის ყვითელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა

ეს პერსონა

ქართველმა მოციგურავემ, 24 წლის მორის ყვითელაშვილმა ავსტრიაში, ქალაქ გრაცში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, კაცთა ერთეულთა თანრიგში, ქვეყნისთვის ისტორიული ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

სპორტსმენმა თავისუფალ პროგრამაში 163.94 ქულა მიიღო, ჯამში კი 246.71 ქულა დააგროვა, რაც საკმარისი აღმოჩნდა პოდიუმზე მოსახვედრად. აქამდე ქართველ მოციგურავეებს შორის მხოლოდ ელენე გედევანიშვილმა ორჯერ მოახერხა ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მოპოვება (2010,2012 წ). 

რაც შეეხება მეორე ქართველ მოციგურავეს, 19 წლის ირაკლი მაისრაძეს, მან მე-14 ადგილი დაიკავა. მან ჯამში 214.47 ქულა დააგროვა.

კაცთა ერთეულში პირველი-მეორე ადგილები რუსეთის წარმომადგენლებმა, დმიტრი ალიევმა და არტურ დანიელიანმა გაინაწილეს.

 

2
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top