თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა - დაღუპულია ერთი ადამიანი

ეს პერსონა

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. სტიქიის ეპიცენტრი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობდა. ბიძგების სიმძლავრე 6,7 მაგნიტუდას აღწევდა.

ეპიცენტრი ქალაქ სირვიჯეში მდებარეობდა. შედეგად რამდენიმე შენობა დაზიანდა. დაშავდა სულ მცირე ორი ადამიანი. ამასთან, არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ერთი ადამიანი.

აშშ-ის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრა იგრძნობოდა სირიაში, საქართველოსა და სომხეთშიც.

ბიძგები იგრძნობოდა კვიპროსზე, ლიბანსა და ისრაელშიც.

 

0
0
2
4
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top