თურქეთში განმეორებითი ბიძგები დაფიქსირდა

ეს პერსონა

გუშინ მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ თურქეთში, ცოტა ხნის წინ, 5,1 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები დაფიქსირდა.  ეპიცენტრი კვლავ ქალაქ სივრიჯესთან მდებარეობს. 

თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა. დაშავებულია 1500-მდე ადამიანი. მონაცემებს ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამმართველო ავრცელებს.

ამასთან, მაშველებმა ნანგრევებიდან 43 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თურქეთში 24 იანვრის საღამოს მოხდა, რის შემდეგაც 220-ზე მეტი განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა. ეპიცენტრი ელაზიღის პროვინციაში მდებარეობდა.

0
0
0
1
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top