ტრაგედია ქვიშხეთთან - ავტოავარიას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვია

ეს პერსონა

ხაშურიდან ბორჯომისკენ მიმავალ გზაზე (ქვიშხეთთან) ავტოსაგზაო შემთხვევას შედეგადაც ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის სამი ბავშვია. არსებული ინფორმაციით, ავტომობილში 5 ადამიანი იმყოფებოდა.

შსს-ის ინფორმაციით, მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ბავშვები კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ დაიღუპნენ.

საავადმყოფოშია გადაყვანილი ერთი ადამიანი.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარეში გადავარდა.

1
0
0
30
2
კომენტარები
ეს პერსონა
Top