65 წლამდე მამაკაცს 22 წლის გოგოს გაუპატიურება ედება ბრალად

ეს პერსონა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში 65 წლამდე ასაკის მამაკაცი დააკავეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მამაკაცს 22 წლის გოგონას გაუპატიურება ედება ბრალად.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1955 წელს დაბადებული პირი დააკავა, რომელიც ბრალდებულია სსკ-ის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

„სავარაუდო მსხვერპლისა და ბრალდებულის ახლობლების დაპირისპირების თავიდან არიდების მიზნით, პოლიციამ პრევენციული ღონისძიებები გაატარა. ადმინისტრაციული წესით დაკავებულია სამი პირი.“ – აცხადებენ შსს-ში.

ნათესავები პირად საუბრებში ამბობენ, რომ გოგონა შშმ პირია. მას უკვე ჩაუტარდა ყველა საჭირო ექსპერტიზა, მათ შორის დნმ ანალიზიც.

0
0
0
0
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top