აშშ-ს საელჩო: ამერიკის მთავრობა ამაყად დგას საქართველოს გამორჩეულად მამაცი სამხედროების გვერდით

ეს პერსონა

აშშ-ს საელჩოს ინფორმაციით, ამერიკის მთავრობის $4.2-მილიონიანი გრანტით წეროვანში 2,000 კვადრატულ მეტრზე სარეაბილიტაციო ცენტრი გაშენდა.

"ამერიკის მთავრობა ამაყად დგას საქართველოს გამორჩეულად მამაცი სამხედროების გვერდით. ისინი შინ და გარეთ მშვიდობასა და უსაფრთხოებას უწყობენ ხელს.
დღეს დაჭრილი ჯარისკაცების პროგრამამ, რომელიც უმნიშვნელოვანესია დაშავებულ სამხედროებზე ზრუნვისთვის, ახალ ეტაპს მიაღწია.
ამერიკის მთავრობის $4.2-მილიონიანი გრანტით 2,000 კვადრატულ მეტრზე გაშენდა სარეაბილიტაციო ცენტრი. აქ თავმოყრილია ყველა აუცილებელი სივრცე, აღჭურვილობა და მომსახურება, რომელიც მებრძოლებს გამოჯანმრთელებისთვის ესაჭიროებათ.
ძალა ერთობაშია!" , - ნათქვამია ინფორმაციაში. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top