New York Times-მა "ჩემი ბედნიერი ოჯახი" 50 საუკეთესო ფილმს შორის დაასახელა

ეს პერსონა

The New York Times-მა იმ 50 საუკეთესო ფილმის სია გამოაქვეყნა, რომელსაც ნეტფლიქსზე შეგვიძლია ვუყუროთ. სიაში კი ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმი “ჩემი ბედნიერი ოჯახი” მოხვდა.

"ჩემი ბედნიერი ოჯახი" ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის მეორე ერთობლივი ნამუშევარია, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.

ფილმის საერთაშორისო პრემიერა სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალის ძირითად საკონკურსო პროგრამაში, ხოლო ევროპული პრემიერა ბერლინის საერთაშორისო ფესტივალზე შედგა.

ფილმის დისტრიბუციის უფლება Netflix-მა შეიძინა. 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top