ერთობლივი ოპერაციების ცენტრი და „112" გაერთიანდა

ეს პერსონა

ვახტანგ გომელაური საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის პრეზენტაციას დაესწრო და სიტყვით გამოვიდა. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ცენტრი, რომელიც შსს-ს სსიპ „112“-ს და ერთობლივი ოპერაციების ცენტრს აერთიანებს, კრიზისული და გადაუდებელი სიტუაციების დროს მოსახლეობისთვის მიწოდებულ სერვისებს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინსტრუმენტებს, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის მეთოდებს უფრო ეფექტურს გახდის.


„ერთობლივი ოპერაციების ცენტრი აკონტროლებს საქართველოს მასშტაბით სათვალთვალო ვიდეო კამერებს, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში, ქალაქებში, ასევე მაგისტრალებზე. „112" კი ყველასთვის ნაცნობი სამსახურია, ყველა მოქალაქისთვის. მე ვფიქრობ, იქნება უფრო წარმატებული, სწრაფი, რაც არის მნიშვნელოვანი ამ სამსახურისთვის“, - განაცხადა მინისტრმა. 


ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ის მოქალაქეები დააჯილდოვა, რომლებმაც გადაუდებელი შემთხვევის დროს 112-ზე დარეკეს და გადაარჩინეს უცხო ადამიანების სიცოცხლე. ვახტანგ გომელაურმა, ასევე, დააჯილდოვა 2019 წლის საუკეთესო ოპერატორი, დისპეტჩერი და ჯგუფის უფროსი.


პრეზენტაციას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები, მომიჯნავე სამსახურის წარმომადგენლები და პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-ის და ერთობლივი ოპერაციების ცენტრის გაერთიანების შესახებ 2020 წლის 1-ელ იანვარს გახდა ცნობილი.

              

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top