ჩინეთის ქალაქ უხანში, დაჩქარებულ რეჟიმში ჰოსპიტალის მშენებლობა დასრულდა

ეს პერსონა

ჩინეთის ქალაქ უხანში, სადაც ახალი კორონავირუსის ძირითადი კერაა, რამდენიმე დღეში ახალი საავადმყოფო აშენდა. საავადმყოფოში კორონავირუსით დაინფიცირებულებს უმკურნალებენ.  ინფორმაციას The Daily Mail-ი ავრცელებს.

ბოლო 48 საათის განმავლობაში მშენებელთა და მოხალისეთა ჩართულობით, 1000-საწოლიანი კლინიკა ცარიელი შენობის რეკონსტრუირების შედეგად გამართეს.

საავადმყოფოს 1000 პაციენტის მიღება შეუძლია. საგანგებოდ აგებული კლინიკა უკვე გაიხსნა. პირველი პაციენტები საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს.

კლინიკაში შეყვანილია ელექტროენერგია, წყალი და ინტერნეტი.

1
0
2
1
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top