ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში შემოსულ ორ ჩინელ მოგზაურს მედიკოსები აკვირდებიან

ეს პერსონა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცეტნრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში შემოსულ ორ ჩინელ მოგზაურს მედიკოსები აკვირდებიან. მისივე თქმით, მოგზაურები  ჩინეთის ერთ-ერთი რეგიონიდან  არიან, რომელიც  ახლოს მდებარეობს ვირუსის გავრცელების ეპიცენტრთან.

„მათ 37 გრადუსი აქვთ ტემპერატურა. ისინი არიან ჩინეთის ერთ-ერთი პროვინციიდან, არა იმ პროვინციიდან, რომელშიც გავრცელებულია ვირუსი, თუმცა მასთან ახლომდებარე. ამიტომ მიმდინარეობს დაკვირვება. გუშინ ისინი ჩვენმა საგანგებო დეპარტამენტის სპეციალისტებმა მოინახულეს. დღეს დილით ანალიზები აუღეს, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში დაიტესტება ყველა ტიპის კორონავირუსზე, რისი საშუალებაც გვაქვს და ასევე, სხვა რესპირატორულ ვირუსებზე, მაგრამ კლინიკურად გამოხატული არაფერი არ არის“, – განაცხადა გამყრელიძემ.

2
0
3
1
12
კომენტარები
ეს პერსონა
Top