კორონავირუსით გარდაცვლილების რიცხვი 170-მდე გაიზარდა

ეს პერსონა

ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 170-მდე გაიზარდა. დაავადებულთა რაოდენობა 7711-ს შეადგენს, მათგან 1400-მდე ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. შესაბამის მონაცემებს ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო უწყება ავრცელებს.

მსხვერპლთა შორის, 162 ადამიანი ხუბეის პროვინციაში გარდაიცვალა, რომლის ქალაქი უხანი დაავადების გავრცელების ეპიცენტრია.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ჩინეთმა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად საერო ჯამში უკვე ოთხ მილიარდ დოლარამდე გამოყო.
 

0
0
0
0
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top