„მისთვის რომ მესმინა, ჩვენ უკვე მეექვსე მსოფლიო ომში ვიქნებოდით ჩართულნი"- ტრამპი ბოლტონს აკრიტიკებს

ეს პერსონა

დონალდ ტრამპი უსაფრთხოების საკითხებში ყოფილ მრჩეველს, ჯონ ბოლტონს აკრიტიკებს.

„მისთვის რომ მესმინა, ჩვენ უკვე მეექვსე მსოფლიო ომში ვიქნებოდით ჩართულნი. ადმინისტრაციაში მუშაობისას მან ბევრი შეცდომა დაუშვა. მეუბნებოდნენ, რომ არ ამეყვანა სამსახურში, მაგრამ მე ის მაინც ავიყვანე. მან კი, მას შემდეგ, რაც სამსახური დატოვა, დაწერა საშინელი და სიცრუით სავსე წიგნი." - წერს თეთრი სახლის ლიდერი Twitter-ის ვგვერდზე.

ცნობილი ხდება ისიც, რომ თეთრი სახლი ჯონ ბოლტონის მემუარების გამოცემის წინააღმდეგია. ტრამპის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ წიგნი საიდუმლო ინფორმაციას შეიცავს. ამერიკული მედიის ინფორმაციით, მემუარებში ბოლტონი ადასტურებს, რომ ტრამპი უკრაინას სამხედრო დახმარებას უჭიანურებდა და კიევისგან პოლიტიკურ ოპონენტ ჯოზეფ ბაიდენზე სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვდა.

ტრამპმა ჯონ ბოლტონი თანამდებობიდან გასული წლის სექტემბერში გაათავისუფლა.




 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top