პრემიერი: თუ საქართველოში გამოვლინდება მსგავსი ვირუსი, ჯანდაცვის სისტემა სრულად არის მზად შესაბამისად და ეფექტიანად უპასუხოს ამ გამოწვევას

ეს პერსონა

ჯანდაცვის სისტემა დღეს სრულად არის მზად, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში გამოვლინდება მსგავსი ვირუსი, შესაბამისად და ეფექტიანად უპასუხოს ამ გამოწვევას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა სადაც კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.

„მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო ის გარკვეული და ეფექტური ნაბიჯები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტრომ გადადგა კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების თვალსაზრისით. ჯანდაცვის სამინისტრო ამ მიმართულებით მაკოორდინირებელი ორგანოა და შესაბამის უწყებებს მინდა ვთხოვო, შესაბამისი ქმედებები სრულად ჰქონდეთ კოორდინირებული ჯანდაცვის სამინისტროსთან.

ჩვენ მივიღეთ უპირველესად გადაწყვეტილება, რაც ნიშნავს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან პირდაპირი საავიაციო მიმოსვლის დროებით შეწყვეტას და შესაბამისად, ეს იყო ყველაზე ქმედითი ნაბიჯი, რომელიც დღეს შეგვეძლო, გადაგვედგა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top