ყაზბეგიდან გადმოყვანილ ჩინეთის ორ მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდგინდა

ეს პერსონა

ჩინეთის მოქალაქეებს, რომლებიც ყაზბეგიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს, კორონავირუსი არ დაუდგინდათ.  როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, მათ გრიპის „ა“ ტიპის ვირუსი აღმოაჩნდათ. 

"როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია საავადმყოფოდან, იქ ჩატარდა სწრაფი ლაბორატორიული გამოკვლევა, ე.წ. სწრაფი ტესტი და ამ ბავშვებთან დადგინდა "ა" ტიპის გრიპის ვირუსი. ამიტომ არავითარ კორონავირუსზე იქ საუბარი არ არის. თუმცა, რა თქმა უნდა, აღებულია ნიმუშები მოლეკულური კვლევისთვის, რომელიც მიმდინარეობს ლუგარის ცენტრში და მას სჭირდება რამდენიმე საათი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, ყაზბეგიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ჩინეთის 9 მოქალაქე გადაიყვანეს. მათგან ორ მცირეწლოვანს მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა. 

 

1
0
0
0
2
კომენტარები
ეს პერსონა
Top