თბილისში დააკავეს ქალი, რომელიც ქმარზე და შვილებზე სისტემატურად ძალადობდა

ეს პერსონა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, არასრულწლოვანი შვილებისა და მეუღლის მიმართ ძალადობის ბრალდებით 1986 წელს დაბადებული ქალი დააკავეს. სამინისტროს ცნობით დაკავებული მოლდოვას მოქალაქეა. 

„გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ქალმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქმარს – 1986 წელს დაბადებულ ი.პ.-ს. და არასრულწლოვან შვილებს – 2004 წელს დაბადებულ მ.შ.-ს და 2010 წელს დაბადებულ ა.შ.-ს.

გამოძიებით, ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული ოჯახის წევრებზე სისტემატურად ძალადობდა.

გამოძიება არასრულწლოვნის თანდასწრებით, წინასწარი შეცნობით ორი ან მეტი არასრულწლოვნის და ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.


 

2
17
8
3
2
კომენტარები
ეს პერსონა
Top