ამირან გამყრელიძე: მივმართავ მოსახლეობას, ნუ მიეცემით პანიკას

ეს პერსონა

ჩვენ არაფერს ვმალავთ, ჩვენი ცენტრი არის ძალიან გამჭირვალე, ნებისმიერ კითხვაზე პასუხი არსებობს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მედიასთან განაცხადა. გამყრელიძემ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი ქვეყანაში არ არსებობს. მისივე თქმით, ჩინეთიდან ჩამოსული ყველა მგზავრი კონტროლდება.

„ჩინეთიდან ჩამოსულ ყველა მგზავრს საზღვრებზე უტარდება შესაბამისი თერმო სკრინინგი, ასევე მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია. არის სერიოზული მზაობა, რომ თუ ქვეყანაში ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, მას შესაბამისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაეწიოს იმ საერთაშორისო სტანდარტებით, რომელიც დღეს მიღებულია. ამისთვის ყველანაირი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და მედიკამენტური რეზერვი ქვეყანაში საკმარისია. მივმართავ მოსახლეობას, ნუ მიეცემით პანიკას იმიტომ, რომ ეს პანიკა კიდევ უფრო აუარესებს საზოგადოებრივ აზრს, უფრო ართულებს ამ დაავადების პრევენციასა და ამ დაავადების პროფილაქტიკას. გთხოვთ, მხოლოდ ოფიციალური წყაროებიდან მიიღოთ ინფორმაცია. ჩვენ არაფერს ვმალავთ, ჩვენი ცენტრი არის ძალიან გამჭირვალე, ნებისმიერ კითხვაზე პასუხი არსებობს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

 

1
0
0
2
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top