4 თებერვლიდან ლუგარის ცენტრს კორონავირუსის გამოსავლენი ტესტი ექნება

ეს პერსონა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულო ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ხვალიდან ლუგარის ცენტრს ახალი ტიპის კორონავირუსის გამოსავლენი ტესტი ექნება. 

"ხვალიდან გვექნება 99.99 პროცენტის ალბათობით, ლუგარის ცენტრში ლაბორატორიული საშუალება; პარტნიორებთან იყო მოლაპარაკება და გამთენიისას გვექნება ალბათ ყველა რეაგენტი დამატებით, რაც საჭიროა შექმნილ სიტუაციაში, რაც დღეს ჩინეთში ცირკულირებს. აღარ იქნება აუცილებლობა, რეფერალურ ცენტრებში სინჯების გადაგზავნის", - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ  გამოვლენილა და საქართველო კვლავ დაბალი რისკის ქვეყანათა რიცხვში შედის. გამყრელიძემ მოქალაქეებს სეზონურ ვირუსთან დაკავშირებით საჭირო აცრების ჩატარებისკენ მოუწოდა.

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top