რა მეტსახელები შეურჩია დონალდ ტრამპმა პოლიტიკურ ოპონენტებს - ვიდეო

ეს პერსონა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში თავისი მეტოქეები დაახასიათა და მეტსახელებიც შეურჩია.

"მძინარა ჯო" - ტრამპმა თქვა, რომ როცა ჯო ბაიდენს უყურებს "მძინარა ჯო" ახსენდება.

"კომუნისტი" - ასე დახასიათა ტრამპმა ამერიკელი მემარცხენე პოლიტიკოსი ბერნი სანდერსი.

"მეზღაპრე" - თეთრი სახლის ლიდერი თვლის, რომ სენატორი ელიზაბეტ ვარენი რასაც ამბობს ყველაფერი ზღაპარია.

"მოკლე მაიკლი" - "უჰ, პატარა მაიკლი. იცით, რომ მას სჭირდება ყუთი დებატებისთვის, რომ ზედ დადგეს?" - ასე ახასიათების აშშ-ის პრეზიდენტი მილიარდერ მაიკლ ბლუმბერგს.

"ნერვიული ქალი" - კონგრესმენ ნენსი პელოსიზე საუბრისას ტრამპი ამბობს, რომ პელოსი ძალიან „ნერვიული ქალია“.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჰილარი კლინტონზეც ისაუბრა. ტრამპის თქმით, ჰილარიზე საუბრისას კლინტონის იმეილების სკანდალი ახსენდება.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top