ტრამპი ნატო-ს წვრთნებისთვის რუსეთის საზღვართან 20 ათას სამხედროს აგზავნის

ეს პერსონა

NATO-ს წვრთნების ფარგლებში, ბოლო 25 წლის განმავლობაში, აშშ ევროპაში ყველაზე დიდ სამხედრო კონტიგენტს გაგზავნის. წვრთნების უმეტესობა რუსეთის საზღვართან ლიტვის, ესტონეთისა და ლატვიის ტერიტორიებზე გაიმართება და მისი სახელწოდება "ევროპის მცველი" იქნება.

მასშტაბური სამხედრო სწავლებები მიზნად NATO-ს სამხედრო მოქნილობის შემოწმებას ისახავს.

"ევროპის მცველის“ ფარგლებში, ევროპაში ბოლო 25 წლის განმავლობაში ამერიკული ჯარის ყველაზე დიდი მოცულობის განლაგება მოხდება და ეს ადასტურებს აშშ-ის მტკიცე ერთგულებას ნატო-სა და ევროპის უსაფრთხოების მიმართ“- აცხადებს იენს სტოლტენბერგი.

დაგეგმილი სწავლება ატლანტის ოკეანის ორივე მხრიდან წამოსული კრიტიკის ფონზე იმართება. ნოემბერში, საფრანგეთის პრეზიდენტმა NATO "მკვდარ ტვინს" შეადარა. დონალდ ტრამპმა კი ევროპის ქვეყნები გააკრიტიკა NATO-ს ბიუჯეტში არასაკმარისი კონტრიბუციის გამო.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top