დონალდ ტრამპი: თუ ჩვენს მოქალაქეებს დაესხმებით თავს, მაშინ სიცოცხლეს დაემშვიდობებით

ეს პერსონა

ჩვენ მკაფიო გზავნილი გვაქვს ტერორისტებისადმი – თქვენ ვერასდროს გაექცევით აშშ-ის მართლმსაჯულებას. თუ ჩვენს მოქალაქეებს დაესხმებით თავს, მაშინ სიცოცხლეს დაემშვიდობებით, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესის წინაშე ყოველწლიური სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ტრამპმა კიდევ ერთხელ ისაუბრა აშშ-ის მიერ ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმანი ლიკვიდაციაზე.

"სოლეიმანი იყო ირანი რეჟიმის ყველაზე სასტიკი ყასაბი, ის იყო მონსტრი, რომელმაც ერაყში ათასობით ამერიკელი ჯარისკაცი მოკლა და დაჭრა. გასულ თვეში, ჩემი მითითებით, აშშ-ის სამხედრო ძალებმა განახორციელეს ზედმიწევნით ზუსტი თავდასხმა, რის შედეგადაც სოლეიმანი დაიღუპა და მისი ტერორის ბოროტული ბატონობა შეწყდა", - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

ტრამპმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ირანმა ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობა უნდა შეწყვიტოს. 

"ირანის რეჟიმმა უარი უნდა თქვას ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობაზე, უარი თვქას ტერორის, სიკვდილის და ნგრევის გავრცელებაზე, ასევე, უნდა დაიწყოს მუშაობა საკუთარი ხალხის კეთილდღეობისთვის. აშშ-ის ხისტი სანქციების გამო, ირანი ეკონომიკა სერიოზულად შესუსტდა. ჩვენ შეგვიძლია, დავეხმაროთ მდგომარეობის გამოსწორებაში ძალიან მოკლე პერიოდში, მაგრამ შესაძლოა, ისინი ძალიან ამაყები ან სულელები არიან, რათა ეს გვთხოვონ. ჩვენ აქ ვართ. ვნახოთ, რა გზას აირჩევენ. ეს სრულად მათზეა დამოკიდებული“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

0
0
0
1
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top