"სკოლის მოსწავლემ ხელზე სისხლძარღვები გადაიჭრა" - მამას, რომელიც არასრულწლოვან შვილებზე ძალადობდა, 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ეს პერსონა

არასრულწლოვანი შვილების მიმართ ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობისთვის ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, - ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,   დადასტურდა, რომ ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე მ.ა. რომელიც 2013 წლიდან არასრულწლოვან ქალიშვილებთან ნ.ა-სთან და ბ.ა-სთან ერთად საქართველოში ცხოვრობს,  მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, აგინებდა და ლანძღავდა, აიძულებდა ემუშავათ და აღებული ხელფასი სრულად გადაეცათ მისთვის.

"სკოლის მოსწავლე ბ.ა. მამის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის, უძილობისა და დაღლილობის გამო მძიმე ფსიქოლოგიურ ტანჯვას განიცდიდა, რის გამოც 2018 წლის ზამთარში, სამსახურში ყოფნის დროს ხელზე სისხლძარღვები გადაიჭრა.   
2018 წლის ზაფხულში ბ.ა-მ მამას უთხრა, რომ რესტორანში მუშაობა აღარ შეეძლო გადატვირთული გრაფიკის გამო და სურდა თავი დაენებებინა სამსახურისთვის. პასუხად, მ.ა-მ შვილს   მაჯაზე  წვერის საპარსი გაუსვა. 
2018 წლის სექტემბერში მ.ა-მ თავის ქალიშვილს, ნ.ა-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გოგონა მკურნალობის მიზნით საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.
სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ 2018 წლის მაისიდან მ.ა. აიძულებდა არასრულწლოვან შვილებს დამორჩილებოდნენ მას და მათზე სექსუალური ხასიათის ქმედებებს ახორციელებდა, უარის თქმის შემთხვევაში კი ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა.  
სამართალდამცველებმა მ.ა. 2019 წლის 1 მაისს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი,  ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი)), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა,  ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორი არასრულწლოვანის მიმართ) და 111,139-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება დაზარალებულის სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მ.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად, დანაშაულთა ერთობლიობით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.", - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში. 

0
0
1
1
2
კომენტარები
ეს პერსონა
Top