კარლო კოპალიანს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა

ეს პერსონა

ბატონებო, მინდა ამ დარბაზში შევქმნა პრეცედენტი, როდესაც პარლამენტს გუნდის წევრი ტოვებს არა გაბრაზებული, არამედ მადლიერებით აღვსილი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კარლო კოპალიანი სოციალურ ქსელში წერს. 

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კოპალიანს პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვიტა. როგორც გურამ მაჭარაშვილმა  განმარტა  კოპალიანი არჩეულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე,  აღნიშნული თანამდებობა კი შეუთავსებელია საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსთან.

გამოსამშვიდობებელ სიტყვაში კარლო კოპალიანმა კოლეგებს, მთავრობის წევრებს, მედიას და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top