აშშ-ის სენატმა დონალდ ტრამპი გაამართლა - იმპიჩმენტის პროცესი დასრულდა

ეს პერსონა

აშშ-ის სენატმა დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში ორივე მუხლით გაამართლა. აშშ-ის პრეზიდენტს ბრალი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კონგრესისთვის გამოძიებაში ხელის შეშლაში ჰქონდა წარდგენილი.

დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს დემოკრატმა სენატორებმა მხარი სრული შემადგენლობით დაუჭირეს, ასევე ერთმა რესპუბლიკელმა - მიტ რომნიმ. 

პირველი კენჭისყრა უფლებამოსილების გადამეტებას შეეხებოდა, სადაც ხმები ასე გადანაწილდა - ტრამპის სასარგებლოდ 52-მა, ხოლო მის წინააღმდეგ 48 კანონმდებელმა მისცა ხმა.

რაც შეეხება მეორე ბრალდებას - კონგრესის გამოძიებაში ხელის შეშლას - 53-მა სენატორმა პრეზიდენტი უდანაშაულოდ ცნო, 47-მა კი - დამნაშავედ.

იმისთვის, რომ სენატს დონალდ ტრამპი დამნაშავედ ეცნო მინიმუმ 67 ხმა იყო საჭირო. 

დემოკრატებმა იმპიჩმენტის პროცედურა სენატში დეკემბერში დაიწყეს, ისინი ტრამპს უკრაინელ კოლეგაზე, ვლადიმირ ზელენსკიზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. ბრალდების მიხედვით, ტრამპმა პოლიტიკური გავლენა საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა და ზელენსკის "დემოკრატიული პარტიის"კანდიდატ, ჯო ბაიდენისა და მისი შვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება მოსთხოვა.

დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ გამოუცხადა. აშშ-ის ისტორიაში ეს იმპიჩმენტის მესამე შემთხვევა იყო.

აშშ-ის პრეზიდენტმა ტვიტერზე დაწერა, რომ განცხადებას ხვალ ვაშინგტონის დროით 12:00 საათზე გააკეთებს.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top