პრემიერი: მსოფლიოში ყველაზე დიდმა ტურისტულმა გამოფენა-ბაზრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 2022 წელს საქართველო გახდეს მასპინძელი ქვეყანა

ეს პერსონა

გასულ დღეებში ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროსგან, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდმა ტურისტულმა გამოფენა- ბაზრობამ, რომელიც იმართება ქალაქ ბერლინში, მიიღო გადაწყვეტილება, 2022 წელს საქართველო გახდეს ამ გამოფენის მასპინძელი ქვეყანა, - ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ამ გამოფენაში 180-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს.

„ეს არის უდიდესი მიღწევა, რომელიც ნიშნავს 180-ზე მეტ მონაწილე ქვეყანას და საერთაშორისიო დაფარვის ციფრს, დაახლოებით, 1 მილიარდ ადამიანზე მეტს. ტურიზმი არის ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ -ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა. ტურიზმი არის ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი სექტორი და, რა თქმა უნდა, ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ქართული ეკონომიკისთვის ტურიზმი, როგორც სფერო, იყოს კიდევ უფრო წარმატებული, დინამიური და რაც მთავარია, მოგეხსენებათ, რომ ტურიზმის გადაცემის ეფექტი ძალზედ მაღალია. დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენი მოქალაქე იგრძნობს ამ გამოფენაში მონაწილეობის შედეგს ტურისტების რაოდენობის ზრდით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top