დაავადებათა კონტროლის ცენტრის ბრიფინგზე გარდაცვლილი ჩინელი ექიმის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს - ვიდეო

ეს პერსონა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბრიფინგზე, სადაც ამირან გამყრელიძემ ახალი კორონავირუსის ზოგად სტატისტიკაზე  და საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა, გარდაცვლილი ჩინელი ექიმის ხსოვნას  წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. საუბარია ექიმზე, რომელმაც  საზოგადოებას ახალი კორონავირუსის გავრცელების შესახებ პირველად აცნობა. 

რაც შეეხება ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებებს, ამირან გამყრელიძის თქმით,  საქართველოში ამ დრომდე ახალი კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა და ქვეყანაში ამ თვალსაზრისით კვლავ დაბალი რისკია.

"ძალიან სასიამოვნოა, რომ ის ღონისძიებები და ნაბიჯები, რაც სახელმწიფოს მიერ ქვეყანაში იდგმება, სრულ შესაბამისობაშია იმ რეკომენდაციებთან, რასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცი გასცემს. მოგეხსენებათ, რომ ჯერ კიდევ ე.წ. დაბალი რისკის მქონე ქვეყანად ვართ მიჩნეული, რადგან ჩვენთან ამ ეტაპისთვის ახალი კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული არც ერთი შემთხვევა არყოფილა", - განაცხადა გამყრელიძემ. 

მისივე ინფორმაციით, საქართველოში საკმარისი მარაგი არსებობს იმისთვის, რომ საჭიროებისამებრ პაციენტები შეამოწმონ.

"ორშაბათიდან უკვე გვაქვს საშუალება, რომ ადგილზე დავსვათ სრულად დიაგნოზი, დავადასტუროთ შემთხვევა და დადასტურებულ განსაზღვრებად ითვლება ის შემთხვევა, რომელიც ლაბორატორიული ანალიზით დასტურდება და ამის საშუალება არის. დღემდე ქვეყანაში უკვე ჩატარებულია დაახლოებით 12-მდე ლაბორატორიული სხვადასხვა ანალიზი, ასევე ჩვენ გამოვცადეთ ტესტები და ისინი ძალიან კარგად მუშაობენ. აქვე მინდა გითხრათ, რომ ქვეყანაში მარაგი საკმაოდ არის შექმნილი. იცით, რომ ჩვენი პარტნიორი გერმანია დაგვეხმარა, ახლა არის საშუალება, რომ ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენრტრიდან მივიღოთ, ასევე ინგლისიდან შევიძინეთ შესაბამისი ნაკრებები. ასე, რომ სრული მზადყოფნაა ლაბორატორიული თვალსაზრისით“,- განაცხადა გამყრელიძემ.

0
0
0
2
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top