პოლიციამ გარდაბანში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „სუბუტექსი“ ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

ეს პერსონა

გარდაბანში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, 1982 წელს დაბადებული პირის ჩხრეკისას „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება "სუბუტექსის" 220 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top