კახეთში არასრულწლოვანი გოგო ცოლად მოყვანის მიზნით მოიტაცეს - დაკავებულია 2 პირი

ეს პერსონა

პოლიციამ კახეთში არასრულწლოვანი გოგონასთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ორი პირი დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამიანისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით,  დაკავებული არიან 2003 წელს დაბადებული ვ.ქ. და მისი ბიძაშვილი - 2001 წელს დაბადებული რ.ქ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ვ.ქ.-მ, თანამზრახველ რ.ქ.-სთან ერთად, მიმდინარე წლის 5 თებერვალს, ცოლად მოყვანის მიზნით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში მცხოვრებ, 2004 წელს დაბადებულ დ.მ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, გატაცებული გოგონას კვალს მალევე მიაგნეს და იმავე დღეს სახლში უვნებელი დააბრუნეს.

ბრალდებულები კი პოლიციამ 8 თებერვალს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დააკავა.

გამოძიება არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ფაქტის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ორგანიზაცია "საფარმა" გაავრცელა.

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები

ეს პერსონა
Top