არჩილ თალაკვაძე ადამ კინზინგერს: ჩვენი მეგობრობა და თანამშრომლობა ჩემთვის ბევრს ნიშნავს

ეს პერსონა

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში კონგრესმენ ადამ კინზინგერთან შეხვედრას და ამ საკითხთან დაკავშირებით კონგრესმენის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

„კონგრესმენო კინზინგერ, მეც მოხარული ვარ თქვენთან გამართული შეხვედრით ვაშინგტონში, სადაც არაერთი მნიშვნელოვანი თემა განვიხილეთ.

ძალიან ვაფასებ თქვენს მხარდაჭერას ჩემი ქვეყნისადმი. დარწმუნებული ვარ, თქვენი, როგორც საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარის ლიდერობით, ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება.

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს N1 სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარია და თქვენთან მხარდამხარ განვაგრძობთ ჩვენი წვლილის შეტანას მსოფლიოში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და თავისუფლების განმტკიცების საქმეში.

ჩვენი მეგობრობა და თანამშრომლობა ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ჩვენი ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას დადებითი შედეგების მისაღწევად“, – წერს არჩილ თალაკვაძე.

ცნობისთვის, კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის აშშ-ში  ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრას "ტვიტერზე" გამოეხმაურა.

0
0
0
0
0
კომენტარები

ეს პერსონა
Top