ახალი სამუშაო ადგილები და მიღწევები ეკონომიკაში - დონალდ ტრამპის მიმართვა წარმომადგენელთა პალატას

ეს პერსონა

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 4 თებერვალს წარმომადგენლობითი პალატის წინაშე ყოველწლიური მიმართვით წარსდგა. ტრამპის გამოსვლაში პირველი მნიშვნელოვანი საკითხი ეკონომიკა იყო. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მილიონობით ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა და ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში უმუშევრობის კოეფიციენტი ყველაზე დაბალია. გთავაზობთ მნიშვნელოვან ციტატებს ტრამპის გამოსვლის ტექსტიდან: 

"იმ დღიდან, რაც თქვენ მე ამერიკის პრეზიდენტად ამირჩიეთ, ჩვენ 7 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი შევქმენით, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ხუთი მილიონით მეტი, ვიდრე წინა ადმინისტრაციამ. დღეს, უმუშევრობის კოეფიციენტი, ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში ყველაზე დაბალია. 

"საშუალო შემოსავლის ზღვრის ქვემოთ მყოფ ამერიკელთა ხელფასი 47% ით გაიზარდა. ყველაზე მშვენიერი კი ის არის, რომ დაბალი შემოსავლის მქონე მშრომელთათვის, ეს ზრდა ყველაზე საგრძნობია. ჩემი არჩევის დღიდან, სწორედ მათი ანაზღაურება გაიზარდა 16%-ით."

"ჩემი არჩევის შემდეგ, ამერიკის საფონდო ბირჟა 70%-ით გაიზარდა, რამაც ჩვენს ნაციონალურ სიმდიდრეს, 12 ტრილიონი დოლარი შემატა. ამან ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა, ეს რეკორდია."

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, ამერიკა ენერგოდამოუკიდებელი ქვეყანა გახდა:

"მადლობას ვუხდი BOLD REGULATORY REDUCTION CAMPAIGN-ს. მათი დამსახურებით, ამერიკა, დღეს მსოფლიოში პირველი ნავთობისა და ბუნებრივი აირის მწარმოებელი ქვეყანაა."

"იმ უზარმაზარი პროგრესის წყალობით, რომელსაც ბოლო სამი წლის განმავლობაში მივაღწიეთ, დღეს ამერიკა ენერგოდამოუკიდებელია და სამუშაო ადგილების რაოდენობა ენერგეტიკის სფეროში, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის არაერთ სხვა დარგში, რეკორდულ მაჩვენებლებს აღწევს."

ტრამპმა ობამას ადმინისტრაციას ეკონომიკური რეფორმები დაუწუნა და განაცხადა, რომ წინა ადმინისტრაციის დროს აშშ-ში 60 ათასი ქარხანა დაიხურა. ასევე ისაუბრა საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებებზეც:

"ბოლო ორი ადმინისტრაციის მმართველობისას, ამერიკაში, სამოცი ათასი ქარხანა დაიხურა. ჩემი ადმინისტრაციის მმართველობის პირობებში კი, ამერიკამ თორმეტი ათასი ახალი ქარხანა ააშენა და კიდევ ათასობით და ათასობით მეტის აშენებას გეგმავს. კომპანიები არ გვტოვებენ, ისინი ამერიკაში ბრუნდებიან."

"ერთ-ერთი ყველაზე დიდი პირობა, რომელიც ამერიკელ ხალხს მივეცი, კატასტროფული სავაჭრო გარიგების, “ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების” (NAFTA), ჩანაცვლება იყო." 

"ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთეთ. ექვსი დღის წინ, მე ჩავანაცვლე  “ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება”, ახალი, აშშ.-მექსიკა-კანადის შეთანხმებით.  ახალი შეთანხმება, დაახლოებით 100 000 ახალ მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს შექმნის."

"რამდენიმე დღის წინ, ჩვენ მოვაწერეთ ხელი ახალ, უმნიშვნელოვანეს ხელშეკრულებას ჩინეთთან, რომელიც დაიცავს ჩვენს დასაქმებულებს, დაიცავს ჩვენს ინტელექტუალურ საკუთრებას, შემოიტანს მილიარდობით დოლარს ქვეყნის ხაზინაში და ახალი, ამერიკაში შექმნილი და გაზრდილი პროდუქტებისთვის, დიდი ბაზრების გახსნას შეუწყობს ხელს."

"ათწლეულების მანძილზე, ჩინეთი სარგებლობდა ამერიკით. ახლა ჩვენ ეს შევცვალეთ."

გამოიწერეთ ეS პერსონა სოციალურ ქსელში

                

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top