უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო - მას 3 წლით და 2 თვით პატიმრობა მიესაჯა

ეს პერსონა

უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.

"გ. უ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით, 2 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა", - ნათქვამია უზენაესი სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
 

0
0
0
0
0
კომენტარები

ეს პერსონა
Top