ნანგრევებში მოქცეული ისტორია - ფოტოკოლაჟი სირიიდან

ეს პერსონა

2011 წლის მარტში, მეზობელ ქვეყნებში „არაბული გაზაფხულით“ შთაგონებულმა სირიელმა მოზარდებმა, ქალაქ დარას სკოლის კედლებზე ანტისამთავრობო ლოზუნგები დაწერეს. ახალგაზრდები უმუშევრობას და კორუფციას აპროტესტებდნენ. ისინი ქვეყნის უსაფრთხოების ძალებმა დააპატიმრეს, რასაც მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. დემონსტრანტებს სამთავრობო ძალები სასტიკად ახშობდნენ.

რეპრესიებმა ოპოზიციურ ძალებს 2011 წლის ივლისში იარაღის ხელში აღებისკენ უბიძგა. სირიაში სამოქალაქო ომი დაიწყო.

2012 წელს საბრძოლო მოქმედებებმა დამასკოს და სირიის მნიშვნელობით მეორე ქალაქს - ალეპოს მიაღწია. 

კონფლიქტის დაწყების შემდეგ, ზომიერმა ოპოზიციამ გავლენა დაკარგა და მათ ე.წ. ისლამური სახელმწიფოც დაუპირისპირდა. 2015 წელს რუსეთის დახმარებით ასადის რეჟიმმა პოზიციები გააძლიერა და რეჟიმი აღადგინა.

სამოქალაქო ომის ფრონტის ხაზზე ჩრდილოეთ სირიაში მცხოვრები ქურთებიც გამოვიდნენ. ქურთულ დაჯგუფებებს აშშ ეხმარებოდა, თუმცა მათი სასტიკი წინააღმდეგი თურქეთი იყო. თურქეთი სირიელ ქურთებს ქურთისტანის მშრომელთა პარტიის მოკავშირეებად მიიჩნევს და დღემდე ებრძვის.

სირიაში სამოქალაქო ომს ასი ათასობით ადამიანი ემსხვერპლა. დაინგრა ქალაქები და განადგურდა ასობით ისტორიული ძეგლი. ქვეყანას ყველაზე დიდი ზიანი რადიკალმა ისლამისტებმა მიაყენეს.

გთავაზობთ BoredPanda-ს ფოტოკოლაჟს ომამდე და ომის შემდეგ:

#1


#2


#3


#4


#5


#6


#7


#8


#9


#10


#11


#12


#13


#14


#15


#16


#17


#18


#19


#20


#21


#22


#23


#24


#25


#26


#27


#28

წყარო: BoredPanda
1
0
2
2
2
კომენტარები
ეს პერსონა
Top