ილონ მასკი Facebook-ზე: წაშალეთ, უსარგებლოა!

ეს პერსონა

ილონ მასკი სოციალურ ქსელ Facebook-ს თავს ესხმის. CNN-ის ცნობით, მასკმა კომენტარი მსახიობ საშა ბარონ კოენის ტვიტზე დატოვა. Tesla-ს დამფუძნებელი წერს, რომ ფეისბუქი უსარგებლოა და უნდა წაიშალოს.

მსახიობმა ტვიტერზე იკითხა, თუ რატომ მისცეს მარკ ცუკერბერგს 2,5 მლრდ მომხმარებლის ინფორმაციაზე წვდომა. ის რეგულაციების აუცილებლობაზე საუბრობს.

ცნობისთვის, 2018 წელს ილონ მასკმა Facebook-ზე პირადი,  SpaceX-ისა და Tesla-ს ოფიციალური გვერდები წაშალა. გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც კომპანია Cambridge Analytica-მ Facebook-ის 87 მილიონი მომხმარებლის მონაცემების გამოყენება შეძლო.

ტეგები:
0
0
1
0
0
კომენტარები

ეს პერსონა
Top