ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1016-ს მიაღწია

ეს პერსონა

 ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის შედეგად,  გარდაცვლილთა რაოდენობამ 1016-ს მიაღწია. უწყების  ცნობით, 10 თებერვალს ვირუსით ხუბეის პროვინციაში 103 ადამიანი დაიღუპა.

ქვეყანაში ვირუსით დაინფიცირების  სულ 42,638-ი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.

10 თებერვალს ჩინეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მისია ჩავიდა. 

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

0
0
0
0
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top