კორეელი ქალი გარდაცვლილ შვილს "შეხვდა" - ვიდეო

ეს პერსონა

2016 წელს კორეელ ჯანგ ჯი-სუნგს, განუკურნებელი დაავადებით 7 წლის შვილი გარდაეცვალა. 3 წლის შემდეგ, სამხრეთ კორეაში შექმნეს VR მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც დედას გარდაცვლილ შვილთან "შეხვედრის" საშუალება მიეცა. 

VR მოწყობილობის დახმარებით, ადამიანი  ვირტუალურ სამყაროში ხვდება,  რომელიც რეალობასთან მაქსიმალურად არის მიახლოებული.

პროექტს "მე შეგხვდი შენ" ჰქვია. ის მსურველებს გარდაცვლილ ახლობლებთან "შეხვედრის" შესაძლებლობას აძლევს.

ემოციურ კადრებში ჩანს როგორ "ესაუბრება", "ეხება" და "ეთამაშება" დედა შვილს.  

"შესაძლოა ითქვას, რომ ეს ნამდვილი სამოთხეა - მე შევხვდი ჩემ შვილს, რომელმაც გამიღიმა.  ეს იყო ძალიან ცოტა ხანი, მაგრამ ეს იყო ძალიან დიდი ბედნიერება. ეს ისაა რაზეც სულ ვოცნებობდი", - განაცხადა ჯანგ ჯი-სუნგმა შვილთან "შეხვედრის" შემდეგ. 

 

38
1
31
258
7
კომენტარები
ეს პერსონა
Top