სენაკში ავტომობილი შენობას შეეჯახა - არის მსხვერპლი

ეს პერსონა

სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი შენობას შეეჯახა და მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

2
0
1
20
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top