ტოპ 5 ეპიდემია, რომელმაც კაცობრიობა ლამის გაანადგურა

ეს პერსონა

მსოფლიო არაერთხელ აღმოჩენილა მასშტაბური ეპიდემიის წინაშე, როცა ადამიანთა შესაძლებლობები უძლური იყო. წარმოგიდგენთ ისტორიაში დაფიქსირებულ 5 ეპიდემიას, რომელმაც კაცობრიობა ლამის გაანადგურა.

1. ანტონინის ჭირი

ანტონინის ჭირი, ასევე ცნობილი როგორც გალენის ჭირი (ბერძენი ფიზიკოსის საპატივცემულოდ, რომელმაც აღწერა დაავადებულთა სიმფტომები) ანტიკურ სამყაროში გავრცელებული პანდემიებიდან,  ყველზე მაშტაბურია. ის რომის იმპერიაში მას შემდეგ გავრცელდა, რაც რომაული ჯარები, ახლი აღმოსავლეთიდან დაბრუნდნენ. Მკვლევარები ეჭვობენ, რომ ანტონინის ჭირი ან ჩუტყვავილა ან წითურაა, თუმცა ამის დადასტურება, ბუნებრივია შეუძლებელია. ანტონინის ჭირი რომის იმპერატორ, ლუციუს ვერუსის სიკვდილის მიზეზიც იყო. ის 169 წელს გარდაიცვალა და პანდემიის სახელიც მისი გვარისგან - ანოტონიუსიდან მოდის. რომაელი ისტორიკოსი დიო კასიუსი წერდა, რომ პანდემიის პერიოდში რომში დღიურად 2000-მდე ადამიანი კვდებოდა, ანუ ყოველ 4 დაავადებულში ერთი. საერთო ჯამში, ანტონინის ჭირს დაახლოებით 5 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა. გარკვეულ ლოკაციებზე მოსახლეობის მესამედი ამოწყდა ხოლო რომაელთა ჯარი, თითქმის მთლიანად განადგურდა. 

 

2. იუსტინიანეს ჭირი

წარმოიდგინეთ ეპიდემია, რომელიც ერთი წლის მანძილზე მილიონობით ადამიანს აავადებს და დღეში 5000-მდე ადამიანს კლავს. ბიზანტიისთვის (აღმოსავლეთ რომის იმპერიისთვის) ეს ჯოჯოხეთი, რეალობა იყო. იუსტინიანეს ჭირი მსოფლიოში პირველი დადასტურებული ეპიდემიაა, რომელიც ევროპაში, ეგვიპტის მარცვლეულის გემებზე მოხვედრილი დაავადებული ვირთხებისგან გავრცელდა. შემთხვევები პირველად ეგვიპტეში, პელუსიუმის პორტში 541 წელს დაფიქსირდა. 542-ში,  იუსტინიანეს ჭირით ადამიანები უკვე ჩრდილოეთ ინგლისშიც კვდებოდნენ. პანდემიის სახელი იუსტინიანე პირველს უკავშირდება, რომელიც იმ პერიოდში ბიზანტიის იმპერატორი იყო. ისიც დაავადდა, თუმცა შეძლო გამოჯანმრთელება. 

წყაროების თანახმად, იუსტინიანეს ჭირს 25 მილიონი ადამიანი, ანუ მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 13% ემსხვერპლა. 


 

3. შავი ჭირი

XIV საუკუნის შუაში, შავმა ჭირმა, მსოფლიოს სვლა შეცვალა. ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე საშიშმა პანდემიამ,  მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 25% იმსხვერპლა. ისტორიკოსების თანახმად, დაავადება ცენტრალურ აზიაში გაჩნდა და აბრეშუმის გზის გამოვლით, მან 1343 წლისთვის ყირიმში ჩააღწია. იქიდან, სავარაუდოდ სავაჭრო გემების მეშვეობით, ის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსა და ევროპაშიც გავრცელდა. ეპიდემიის პერიოდში, ევროპელთა რაოდენობა განახევრდა, ხოლო მსოფლიოს მოსახლეობა, 457 მილიონიდან 350 მილიონამდე შემცირდა. 

დაავადებულ ადამიანებს, კისრის, იღლიისა და სხვა ლიმფურ ზონებში ჩირქიანი წყლულები, ბუბონები, უჩნდებოდათ, რომლებიც თავიდან მოვარდისფრო ფერის იყო, შემგედ სივდებოდა და შავდებოდა. სწორედ აქედან მოდის სახელი შავი ჭირი.  სხვა სიმპტომები მაღალი სიცხე და სისხლიანი პირღებინება იყო. მსხვერპლთა უმეტესობა 7 დღეში კვდებოდა. 

რელიგიური ფანატიკოსები ებრაელებს, უცხოელებს, პილგრიმებს… ასევე კეთროვანებს და კანის სხვა დაავადებების, აკნეს ან ფსორიაზის მქონე ავადმყოფებს აბრალებდნენ შავი ჭირის გავრცელებას და ევროპის მასშტაბით, მათ მასიურად კლავდნენ.  ბევრ მორწმუნეს, შავი ჭირი ღმერთის სასჯელი ეგონა და მისგან განკურვნის შანსს მხოლოს ღმერთის პატების მოპოვებაში ხედავდა. 

დაავადების შედარებით მცირე აფეთქებები, ევროპაში, მე-18-ე საუკუნემდე გრძელდებოდა. აშშ-ში 1908 წლამდე. 2017 წლის ოქტომბერში, მადაგასკარზე, ათასობით შავი ჭირით დაავადებული ადამიანიდან, 170 გარდაიცვალა. 

 

4. ესპანური გრიპი

ესპანური გრიპი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მაშტაბური გრიპის პანდემიაა, რომელიც მთელს მსოფლიოში გავრცელდა. ესპანური გრიპით დაახლოებით 550 მილიონი ადამიანი, ანუ მსოფლიო მოსახლეობის 29,5% იყო დაავადებული და მან მეტი მსხვერპლი მოიტანა ვიდრე პირველმა მსოფლიო ომმა.

გრიპის წარმოშობის ზუსტი ადგილი გარკვეული არ არის, თუმცა პირველი აფეთქება ესპანეთში მოხდა. სწორედ აქედან მოდის მისი სახელიც. 1918 წელს, ესპანეთში 8 მილიონი ადამიანი იყო დაავადებული, ანუ სრული მოსახლეობის 39%. 

სატრანსპორტო საშუალებების ტექნოლოგიური განვითარების ხარჯზე (მატარებლები, გემები…) დაავადება ძალიან სწრაფად გავრცელდა. ზოგ ქვეყანაში საზოგადო ადგილები, სკოლები, უნივერსიტეტები, ეკლესიები, თეატრები თუ კინოთეატრები მთელი წლის მანძილზე დაკეტილი იყო. დაავადების სიმპტომები შემდეგანაირია: ციანოზი, პნევმონია, სისხლიანი ხველა. ზოგ შემთხვევაში ვირუსი ფილტვების შინაგან სისხლდენას იწვევდა, რის შედეგადაც ავადმყოფი იხრჩობოდა. საერთო ჯამში, ესპანური გრიპისგან 41 438 697 ადამიანი გარდაიცვალა რაც იმ დროს მსოფლიო მოსახლეობის 2.8% შეადგენს, თუმცა ეს ციფრი ზუსტი არ არის, რადგან რამდენიმე ქვეყნის მონაცემენი უცნობია.

 

5. ყვავილი

დავიწყოთ იმით, რომ ყვავილი მსოფლიოში ერთადერთი დაავადებაა, რომელიც სრულიად განადგურდა.   პირველად ყვავილმა ადამიანი დაახლოებით 12 000 წლის წინ დაავადა. ცხადია ამის მტკიცებულება არ არსებობს, თუმცა რამდენიმე მუმიას, რომელიც ეგვიპტის ახალი სამეფოს (ძვ.წ. 1570-1085) ტერიტორიაზე აღმოაჩინეს, კანზე ყვავილისგან გამოწვეული დაზიანების მსგავსი აღმოაჩნდა. ყვავილის პირველადი სიმპტომები სიცხე და პირღებინებაა, თუმცა მალევე დაავადებულის კანი ჩირქოვანი გამონაყარით იფარება. გამოჯნმრთელების შემთხვევაშიც კი, გამოჯანმრთელებულს ღრმა იარები რჩება და დიდი რისკია უსინათლო დარჩეს.

ყვავილი ინფექციური დაავადებაა, რომელიც ძალიან მარტივად ვრცელდება. მე-18 საუკუნის ევროპაში, წელიწადში დაახლოებით 400 000 ადამიანი, სწორედ ამ დაავადებით კვდებოდა. მე-20 საუკუნეში კი ეპიდემიამ კვლავ იფეთქა და დაახლოებით 300 მილიონ ადამიანს, სიცოცხლე წაართვა. საბედნიეროდ, ყვავილის დიაგნოზი, ბოლოს 1977 წელს დაისვა, ხოლო 1980 წელს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ის სრულიად განადგურებულად ცნო.

0
0
3
3
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top