მამაკაცი, რომელმაც ცოლის მოკვლა სცადა, ჩამომხრჩვალი იპოვეს

ეს პერსონა

ახალციხეში, ტყეში ახალგაზრდა მამაკაცი ჩამომხვრჩვალი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს სამართალდამცველები 10 თებერვლიდან ეძებდნენ. როგორც ცნობილია მან, ცოლის მოკვლა სცადა, შემდეგ კი სახლიდან გაიქცა. 

ამჟამად გარდაცვლილის სახლში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ცხედარს კი ექსპერტიზა უტარდება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ტეგები:
0
0
0
2
0
კომენტარები

ეს პერსონა
Top