გოგა ჩანადირი: ჩვენთან რა ხდება? ვეტენებით ყველას და ყველაფერს, საკუთარს კი უგულებელვყოფთ

ეს პერსონა

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

"იაპონიაში ამბობენ, რომ თუ საკუთარი ქვეყნის სიძლიერე გინდა, მისი ენა, ჩვეულებები და კულტურა უნდა გიყვარდესო.
იაპონია მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკური ქვეყანაა.
ყველა დონეზე მიაღწია წარმატებას. და ეს მაშინ, როცა ბუნებრივი რესურსებით უამრავ ღარიბ ქვეყანასაც კი ჩამორჩება.
იაპონიის გზებზე ყველგან იაპონურად აწერია. ინგლისურსაც შეხვდებით. ისინი საერთაშორისო ენაზე უარს კი არ ამბობენ, ჯერ საკუთარს სცემენ პატივს.
ჩვენთან რა ხდება? ვეტენებით ყველას და ყველაფერს და საკუთარს უგულებელვყოფთ.
საერთაშორისო კონვენციის გამო ვაწერთ BUS, STOP, EXiT, BUS LANE-ბსო, მითხრა თბილისის მერიის დიდმოხელემ და როცა დოკუმენტის ჩვენება ვთხოვე, ვერ მაჩვენა. ინგლისურად უნდა გვეწეროს, მაგრამ საკუთარი ენა არ დავივიწყოთ", - წერს ჩანადირი.

0
0
0
1
0
კომენტარები

ეს პერსონა
Top