აშშ-ს საქართველოსთვის 2021 წელს 63.5 მლნ-ს გამოყოფა სურს

ეს პერსონა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2021 წლის ბიუჯეტი მოამზადა, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი. კონგრესისთვის გაგზავნილ მოთხოვნაში გათვალისწინებულია 63,5 მლნ აშშ დოლარი საქართველოსთვის.

სახელმწიფო დეპარტამენტს მოთხოვნილი ფულადი სახსრები ხუთი მიმართულების დასაფინანსებლად სჭირდება, ესენია:

  • ეკონომიკური დახმარებისა და განვითარების თანხა - 38 500 000 დოლარი
  • საგარეო სამხედრო დაფინანსება - 20 000 000 დოლარი
  • საერთაშორისო სამხედრო განათლება და ტრეინინგი - 2 200 000 დოლარი
  • საერთაშორისო ნარკოტიკების კონტროლი და კანონის გატარება - 1 800 000 დოლარი
  • გაუვრცელებლობა, ანტი-ტერორიზმი, განაღმვა და დაკავშირებული პროგრამები - 1 000 000 დოლარი

ბიუჯეტი იხილეთ აქ

0
0
0
0
0
კომენტარები

ეს პერსონა
Top