რას ხატავენ სირიელი ბავშვები - ომის ტრაგედია

ეს პერსონა

"შესაძლოა, თუ მოვკვდებით ჩვენ შევძლებთ თამაშს" - ეს არის ფრაზა, რომელსაც ომის ტყვეობაში მოქცეული ბევრი სირიელი ბავშვი ამბობს. ამის შესახებ BBC-სთან სირული-ამერიკული სამედიცინო საზოგადოების ექიმმა მოჰამედ ჰამზამ ისაუბრა.

სამედიცინო ორგანიზაცია 9 წელია სირიაში ჰუმანიტარულ საქმიანობას ეწევა. მათ შეაგროვებს 15-წლამდე ბავშვების ნახატები, რომლებიც ომის ტრაგედიას აღწერენ.

1. "მშვენიერი სირია"

2. ავტორის თქმით, ამ ნახატზე ასახულია "ასადის საჰაერო ძალები", "წითელი ნახევარმთვარის სასწრაფო დახმარება", "ხან შეიხუნის შვილები", "ბავშვების სისხლი".   გაეროს ექსპერტების თქმით, ასადის რეჟიმმა 2017 წელს ქალაქ ხან შეიხუნზე თავდასხმისას ქიმიური იარაღი გამოიყენა, რომლის დროსაც სამოქალაქო პირები დაიღუპნენ.

3. ნახატზე ასახულია სირიის ქალაქ რასტანის დაბომბვა

4. "ეს არის სირია" - ექიმ მოჰამედ ჰამზას თქმით, ბავშვებმა, რომლებმაც სირიის ომი ნახეს, ყველა იმედი დაკარგეს.

5. 6 მილიონზე მეტმა სირიელმა სამშობლო დატოვა

6. 2011 წლის შემდეგ 118 ათასი სირიელი დააკავეს ან გააქრეს.

7. ზედა სტრიქონი - და-ძმები: საფა, ზაჰრა, ფატიმა, ოსამა, ჯიუდი
ქვედა სტრიქონი (მარცხნიდან მარჯვნივ) - მამა 2010 წელს; მამა 2011 წელს; მამა 2014 წელს

8. 14 წლის მიასარი: "მე დავხატე ჩემი და ჩემი დის ტირილი, როცა მამამ ორი წლის წინ დაგვტოვა. ჩვენ არაფერი ვიცით მის შესახებ."

9. ეს ნახატი ასახავს სირიის სიდიდით მესამე ქალაქ ჰომს, რომელიც სამწლიანი ომის შემდეგ ასადის რეჟიმმა გაანადგურა.

10. "და მათი ღამე დაიწყებს ქრობას"

წყარო: BBC
0
0
0
1
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top